კორონავირუსის გამო ფეხბურთელთა სატრანსფერო ფასები კატასტროფულად კლებულობს და "რეალის" თავდამსხმელი გარეთ ბეილი შეიძლება ინგლისში დაბრუნდეს.
"მარკა" ირწმუნება, რომ ბეილის ტრანსფერის განხორციელებას "ნიუკასლის" ახალი, არაბი მფლობელები შეეცდებიან, რომლებიც ჯერ "რეალს" არ დაკავშირებიან.
"ნიუკასლს" 2-3 მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელის დამატება აქვს გადაწყვეტილი და ერთ-ერთი მათგანი უელსელია. მას იმდენივეს გადაუხდიან, რამდენსაც "სამეფო კლუბში" იღებს - წელიწადში დაახლოებით 17 მილიონ ევროს.
"რეალს" ბეილის გასხვისებით სახელფასო განაკვეთის შემცირება შეეძლება და სავარაუდოდ, 20 მილიონ ევროდ მის გაყიდვაზე დათანხმდება.
ბეილს "რეალთან" კონტრაქტი 2022 წლის ივნისამდე აქვს გაფორმებული.