
მადრიდის "რეალის" ფეხბურთელები ლა ლიგის განახლებისთვის ემზადებიან და 2-თვიანი პაუზის შემდეგ ვარჯიშებს შეუდგნენ.
AS-ის ცნობით, "რეალის" ნახევარმცველი მარკო ასენსიო მძიმე ტრავმის შემდეგ საწვრთნელ ბაზაზე დაბრუნდა და დანარჩენ ფეხბურთელებთან ერთად ვარჯიშობს.
მადრიდელები ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილს იკავებენ და ლიდერ "ბარსელონას" 2 ქულით ჩამორჩებიან.
ლა ლიგამ კლუბებს აცნობა, რომ სეზონის განახლება, სავარაუდოდ, 12 ივნისს მოხდება.
![მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებმა ვარჯიშები განაახლეს, ასენსიო დაბრუნდა [PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/801b667e51310c070cc82f4605089844.jpg)
![მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებმა ვარჯიშები განაახლეს, ასენსიო დაბრუნდა [PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/38620c78a7a6b1371911f8b528cd0089.jpg)