"რეალის" ფეხბურთელი სახლის სახურავიდან გადმოვარდა და სიკვდილს სასწაულად გადაურჩა!

AutoSharing Option
"რეალის" თავდამსხმელი ლუკა იოვიჩი კორონავირუსის გამო ბელგრადში გაემგზავრა და მისი თავგადასავლებიც დაიწყო. მან ჯერ კარანტინი დაარღვია და დააპატიმრეს, შემდეგ კი ფეხი მოიტეხა.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლუკამ მარჯვენა ტერფი სახლში ვარჯიშისას მოიტეხა და 3 თვე იუქმებს, ახლა კი სერბული "კურიერი" ამტკიცებს, რომ ვარჯიშით თავს სულაც არ იკლავდა, უბრალოდ რატომღაც სახლის სახურავზე ავიდა და იქიდან ჩამოვარდა. რა უნდოდა 22 წლის ფეხბურთელს სახურავზე და როგორ ჩამოვარდა, ამის შესახებ გამოცემა არ იტყობინება.

"ძლივს გადარჩა! სახლის სახურავიდან ჩამოვარდა. არ ვიცი, ეს როგორ აგიხსნათ და
კარგად არ მესმის, ეს როგორ მოახერხა. პრინციპში, ყველაფერი შემთხვევით მოხდა", - გაუმხილა "კურიერს" ოჯახის ახლობელმა.

სპორტული ექიმი ხოსე გონსალესი, რომელიც ადრე "ატლეტიკოში" მუშაობდა, ამტკიცებს, რომ ასეთი სირთულის ტრავმა არ შეიძლება მოთამაშემ ვარჯიშისას მიიღოს. ეს ან გარეშე საგნის ზემოქმედებით, ან სიმაღლიდან ჩამოვარდნის შედეგად მოხდა.

"რეალის" ხელმძღვანელობა იოვიჩის ტყუილის გამო აღშფოთებულია, რადგან მან ორშაბათს მადრიდში დაბრუნების შემდეგ თქვა, რომ ფეხი ვარჯიშისას იტკინა.

ლუკას მამამ ჟურნალისტებს სიტუაცია არ განუმარტა: "გეთაყვა, გამიგეთ, არაფრის თქმა არ შემიძლია. კლუბმა ამ თემაზე კომენტარის გაკეთება ამიკრძალა", - მოიბოდიშასავით მილან იოვიჩმა.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ "მილანს" იოვიჩი ზლატან იბრაჰიმოვიჩის შემცვლელად სჭირდება. "რეალი" მზადაა გაუშვას, ოღონდ მხოლოდ იჯარით.

მკითხველის კომენტარები / 4 /
კიდე კაი ბარსამ არ იყიდა ეს სირი, არადა რა ახლოს იყო :)))
გიო
04:21 12-05-2020
2
არაა ეს კაცი რეალუს დობე. აინტრახტის დონეა და კი თამაშობდა იქ კარგადაც.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული