ფაბიო კანავარო: "რეალს" მბაპე სჭირდება, მაგრამ...

AutoSharing Option
"რეალის" ყოფილმა მცველმა ფაბიო კანავარომ პსჟ-ის თავდამსხმელ კილიან მბაპეს "სამეფო გუნდში" შესაძლო ტრანსფერზე გააკეთა კომენტარი.

"რეალს" ისეთი ფეხბურთელი სჭირდება, როგორიც მბაპეა. ახალგაზრდაა და რონალდოს ნაკვალევს შეუძლია გაჰყვეს. სავსებით ბუნებრივია, რომ "რეალს" მისი ხელში ჩაგდება უნდა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პსჟ-ის მფლობელი ფულის გამო მას არ გაყიდის, რადგან ამბიციურია და ჩემპიონთა ლიგის მოგება სურს.

ვთვლი, რომ ამ ტრანსფერის განხორციელება რთული იქნება, ძალიან რთული. პსჟ-ის პრეზიდენტს გამარჯვებები სწადია, მას კარგად ვიცნობ. მბაპეს შესანარჩუნებლად ბოლომდე იბრძოლებს", - განუცხადა კანავარომ As-ს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
კილიან, აბა სთქვი ააააააა.
0
ბიჭო/ დაკუმე ეგ დიდი პირი, ემანდ ბუზი არ შეგიფრინდეს.
vaska
12:06 12-05-2020
1

სიახლეები პოპულარული