კურტუა: არასდროს მითქვამს რომ "რეალი" უნდა გამოცხადდეს ჩემპიონად

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მეკარემ, ტიბო კურტუამ თავისი პოზიცია დააფიქსირა ლა ლიგის ჩემპიონობაზე. 

"ვფიქრობ, რომ ტიტული თამაშით უნდა დაიმსახურო. ამიტომ, თუ სეზონს ვადაზე ადრე დაასრულებენ, ჩემპიონიც არ უნდა იყოს.

ინგლისში სიტუაცია სხვაგვარადაა. სეზონი შესაძლოა ვადაზე ადრე დაასრულონ და ტიტული "ლივერპულს" გადასცენ, რადგან მათ სერიოზული უპირატესობა აქვთ სხვა გუნდებთან შედარებით. მაგრამ მე არასდროს მითქვამს, რომ "რეალი" უნდა იყოს ჩემპიონი, თუ სეზონი ვადაზე ადრე დასრულდება.

დიახ, ჩვენ დავმარცხდით "ბეტისთან", მაგრამ არ მიმაჩნია, რომ "ბარსელონაზე" სუსტები ვართ. ჩვენ შორის სხვაობა 2 ქულაა და თუ იქნება
მიღებული გადაწყვეტილება, რის მიხედვითაც სეზონი გაგრძელდება, დარჩენილ 11 ტურში ყველანაირი შანსი გვაქვს, რომ ჩემპიონები გავხდეთ." - ციტირებს კურტუას AS.

altკურტუა: ვაჩვენეთ, "ბარსაზე" უკეთესები რომ ვართ, რატომ უნდა გახდნენ ჩემპიონები?

altფაბრეგასი კურტუას ნათქვამზე: თუ ლა ლიგა არ განახლდა, "ბარსელონა" ნამდვილი ჩემპიონი იქნება

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული