მარჯვენა ბარძაყზე ფინეთში ნაოპერაციები თავდამსხმელი უსმან დემბელე "ბარსელონაში" დაბრუნდა.
დემბელემ აუცილებელი მედშემოწმება გაიარა, თუმცა ამ სეზონში ვერ ითამაშებს. მას კორონავირუსზე ტესტიც არ გაუვლია.
"მარკას" ცნობით, "ბარსა" მზადაა დემბელე 60 მილიონ ევროდ გაყიდოს, თუ რა თქმა უნდა, მუშტარი გამოუჩნდა. კატალონიურ კლუბს უნდა მისი გაყიდვით მიღებული თანხა "ინტერის" ფორვარდ ლაუტარო მარტინესის ტრანსფერში დახარჯოს.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მწვრთნელი კიკე სეტიენი დემბელეს გუნდიდან გაშვებას არ აპირებს.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მწვრთნელი კიკე სეტიენი დემბელეს გუნდიდან გაშვებას არ აპირებს.