ინტერნეტში გასაჯაროვდა მადრიდის "რეალის" ახალი 2020/21 წლის სეზონის საშინაო ფორმა.
მაისური დამზადებულია კლუბისთვის ტრადიციულ თეთრ ფერში. მკლავები შესრულებულია ვარდისფერ-შავ კამუფლიაჟის სტილში, ხოლო მაისურის გვერდებს ვარდისფერი ხაზები გასდევს.
შეგახსენებთ, ვარდისფერი შტრიხები რეალს 2014/15 წლის სეზონშიც ჰქონდა გამოყენებული. იხილეთ ფოტო: