"ბარსელონამ" პიანიჩის ტრანსფერი მომგებიანად გაჩარხა

AutoSharing Option
"ბარსელონამ" და "იუვენტუსმა" ფეხბურთელების გაცვლაზე პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს, - იტყობინება კატალონიური "სპორტი".

მცველი ნელსონ სემედო "იუვენტუსში" გადავა, ხოლო მცველი მატია დე შილიო და ნახევარმცველი მირალემ პიანიჩი - "ბარსელონაში". ამას გარდა, "იუვე" "ბარსას" 25 მილიონ ევროს გადაუხდის. ამ თანხის გამოყენებას "ბარსელონა" "ინტერის" თავდამსხმელ ლაუტარო მარტინესის ტრანსფერში აპირებს. 

პიანიჩი და დე შილიო "ბარსელონას" კონტრაქტის პირობებზე შეუთანხმდნენ და გუნდს მომავალი სეზონის დასაწყისში გამოიცვლიან.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსას" დე შილიო სემედოს შემცვლელად სჭირდებოდა, რომელმაც ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარი განაცხადა. კატალონიური კლუბი მზად იყო იტალიელ
მცველში 10 მილიონი გადაეხადა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ტყუილი მგონია. ეგრე გააგიჟე იუვენტუსი რო თან ფული დაამატოს თავისი სატრანსფერო პოლიტიკიდან გამომდინარე
barsa
00:31 18-05-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული