ლა ლიგაც განახლდება - მატჩები ყოველდღე ჩატარდება

AutoSharing Option
ლა ლიგამ და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ჩემპიონატის დარჩენილი მატჩების ჩატარების შესახებ მოილაპარაკეს, - იტყობინება As-ი.

კორონავირუსის გამო შეჩერებული სეზონი ივნისში განახლდება, შეხვედრები კი ყოველდღე გაიმართება, ორშაბათსაც კი. ყოველი გუნდის ერთი მატჩიდან მეორემდე პაუზა მინიმუმ 72 საათი უნდა იყოს.

თამაშების დაწყების დრო კლიმატური პირობების მიხედვით დადგინდება - ქვეყნის ჩრდილოეთით ადრე დაიწყება, ხოლო იმ რეგიონებში, სადაც მაღალი ტემპერატურაა, გვიან.

შეთანხმება რატიფიკაციის შემდეგ გამოქვეყნდება.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული