ასეთ "რეალს" ვინღა გააჩერებს? - "ბლანკოსს" ზღაპრული შემტევი ტრიო ეყოლება!

AutoSharing Option
"რეალი" მომავალ წელს ახალი შემტევი ტრიოს შექმნას აპირებს, - იტყობინება AS-ი.

გამოცემის მტკიცებით, "სამეფო კლუბი" თავდამსხმელების - კილიან მბაპესა (პსჟ) და ერლინ ჰოლანის (დორტმუნდი) შესაძენი თანხის მობილიზებას გეგმავს.

მათ შეტევის ხაზში გასულ წელს 100 მილიონ ევროდ შეძენილი ედენ აზარი შეუერთდება.

მბაპეს სატრანსფერო ფასი 180 მილიონია, ჰოლანის კი - 72 მილიონი. აზარს კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

და კიდევ: Defensa Central-ის ცნობით, "რეალი" სპორტულ დირექტორად პაოლო მალდინის დანიშვნას შეეცდება, რომელიც ამჟამად "მილანში" სტრატეგიული განვითარების დირექტორად მუშაობს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
რეალში ერთდროულად თამაშობდნენ: რონალდო(ნამდვილი), ზიდანი, ბექხემი,კაკა, კარლოსი, ფიგუ, რიბერი, რაული, მაკნამარა, რაბინიო, კასილიასი, კანავარო...და მაგათ მესი და რონალდინიო ჯობდნენ.(ნუ იქ ხავი, ინიესტა, ბუსკეტსი, პუიოლიც იყვნენ) ნახეთ კლასიკოების სერია სილკ უნივერსალზე, რას თამაშობენ? ეს ამდენი ვარსკვლავი ერთმანეთს ფეხებში ედებიან. რაც შეეხებათ, მბაპეს და ჰოლანდს, ორივემ გადაჭრით თქვეს რო ამ წელს თავის გუნდებს არ დატოვებენ.
დავითი
19 მაისი 2020 21:02
5
პსჟ აახევს.
123
19 მაისი 2020 15:51
1
თუ ვინმეს შეუძლია დღესდღეობით რონალდუს ჩანაცვლება ეგ მხოლოდ კილიან მბაპეა. და ვიქრობ ბენზემასაც იდეალურად ჩაანაცვლებს ჰაალანდი. დაცვაში ვანდეიკი იყიდონ და სრულყოფილი გუნდი გახდება
ტოტტი
19 მაისი 2020 08:58
7
და სხვა კლუბებს აღარაფერს უტოვებთ? მარტო რეალის ყურება გინდათ?

ლივერულიდან - ვან დეიკი
დორტმუნდიდან - ჰალანდი
პსჟ-და - მბაპე
ბარსადან - მესი
სიტიდან - აგერო

და მორჩება მაგით ინტრიგა. აღარ გვინდა ფეხბურთის ყურება, რეალის ვარჯიშებს ვუყუროთ ხოლმე მარტო

რას დაამაგავსეს მოკლედ ფეხბურთი ამ მდიდარმა კლუბებმა. დაილოცოს 90-იანების ფეხბურთი, მეტნაკლებად გადანაწილებული იყო ფეხბურთელები და ინტრიგა და ინტერესიც მეტი იყო და სანახაობაც.
რა ვან დეიკი :)
19 მაისი 2020 15:37
1
სამივე ფეხბურთელი ძალიან დიდი ამბიციის მატარებელია. ვფიქრობ ვერ შეძლებენ ერთად თამაშს.
niko
19 მაისი 2020 00:57
9

სიახლეები პოპულარული