ესპანური გამოცემა AS-ის ინფორმაციით, მადრიდის "რეალის" სერბი ფორვარდი ლუკა იოვიჩი "სამეფო კლუბში" კიდევ ერთ შანსს მიიღებს, რისი მიზეზიც კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისია.
ახალგაზრდა ფორვარდის მადრიდული მომავალი ბინდით იყო მოცული, რადგან "თეთრებს" ერლინ ჰოლანის შეძენა სურდათ. ჰოლანის ტრანსფერი 2021 ან 2022 წლამდე გადაიდო. ამიტომაც ლუკა მინიმუმ 1 სეზონს კიდევ გაატარებს "რეალში".
აღსანიშნავია, რომ თავად იოვიჩს ერთი სული აქვს, როდის მიიღებს შანსს, რათა უმაღლეს დონეზე თამაში შეძლოს. "რეალშიც" მსგავსი შესაძლებლობის მიცემას აპირებენ.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა იონფორმაცია, რომ იოვიჩმა ტრავმა მიიღო და
3 თვეს გამოტოვებდა, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სახლის კედლიდან ჩამოვარდა და სიკვდილს ძლივს გადაურჩა.
იოვიჩი "რეალში" ფრანკფურტის "აინტრახტიდან" გასულ წელს 60 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. ფორვარდმა ლა ლიგაში 15 შეხვედრა ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.