ლუის ენრიკე: უმაყურებლო ფეხბურთი დასთან ცეკვაზე უარესია

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების მწვრთნელ ლუის ენრიკეს მაყურებლების გარეშე მატჩების ჩატარება ძალიან არ მოსწონს.

"ფეხბურთი მაყურებლების გარეშე იმაზე სამწუხაროა, ვიდრე დასთან ცეკვა. ბუნდესლიგის რამდენიმე შეხვედრას ვუყურე და სამწუხარო სანახაობა ვიხილე. უცნაური სანახავია, ყოველგვარი სიხარული დაკარგულია.

ფეხბურთელი რომ ვიყო, მოედანზე რაც შეიძლება მალე დაბრუნების სურვილი მექნებოდა. ვერანაირი საფრთხე ვერ შემაშინებდა. როგორც მწვრთნელს, ასევე მინდა ფეხბურთის დაბრუნება", - დაიჩივლა ლუის ენრიკემ AS-თან.

კორონავირუსის გამო შეჩერებული ლა ლიგის განახლება ივნისშია დაგეგმილი.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
ავადმყოფი ყოფილა ბ-ნი ლუისი. თუ ცეკვა გიყვარს, დასთან ცეკვა რა პრობლემაა? თუ ყველა ცეკვის დროს ქალს (!) ეცეკვები? ნაღდი სექსუალური მანიაკია! ფეხბურთი ისე მომენატრა, რომ სიამოვნებით ვუყურე ბუნდესლიგის თამაშებს. რა თქმა უნდა ტრიბუნების გუგუნი მაგარია, ხშირად კომენტატორის უაზრო ლაპარაკის მოსმენა მიჭირს, მაგრამ მაინც არ ვუთიშავდი ხმას - ტრიბუნების ხმაური მჭირდებოდა! მაგრამ ეხლა, თუ ტრიბუნა ცარიელია, რა? არ ვითამაშოთ? რამდენჯერ გავჩერებულვარ ქუჩაში და მიყურებია როგორ თამაშობენ ბავშვები, ახალგაზრდები, თუნდაც ასაკიანი ხალხი. სულ არ არის იქ ტრიბუნები და მისი გუგუნი. ისე, რა თქმა უნდა ანჯელინა ჯოლისთან ცეკვა მირჩევნია დასთან ცეკვას. იმიტომ რომ ცეკვა არ მიყვარს და ჯოლის ხელს შევავლებ და იმიტომ! მაგრამ ფეხბურთი, ძალიანაც მიყვარს და ყველაფერს ვუყურებ, გინდ სავსე იყოს ტრიბუნა და გინდ არა!
alexandre
22 მაისი 2020 15:35
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული