"მარკას"ცნობით, "რეალმა" ნახევარმცველ კაზემიროს კონტრაქტი 2023 წლამდე გაუგრძელა.
გამოცემის მტკიცებით, "რეალი" 28 წლის ბრაზილიელს თანამშრომლობის გახანგრძლივებაზე რამდენიმე თვის წინ შეუთანხმდა, მაგრამ გადაწყვიტეს, ეს ამბავი არ გამოეცხადებინათ.
კაზემირო მწვრთნელ ზინედინ ზიდანის საყვარელი ფეხბურთელია. მან გუნდში 229 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ამ სეზონში კი ჩემპიონატის 25 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.
კაზემირო "რეალში" ხელშეუხებელია - ის ზიდანისთვის საკვანძო ფეხბურთელია
ტიტე: ნეიმარი ბრაზილიის ნაკრების ტექნიკური ლიდერია, კაზემირო კი - ტაქტიკური