28 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველი კაზემირო კიდევ კარგა ხანი დარჩება "რეალში", - იტყობინება "მარკა".
გამოცემის მტკიცებით, კაზემირო ხელშეუხებელია, ვინაიდან მწვრთნელი ზინედინ ზიდანი გუნდის საკვანძო ფეხბურთელად თვლის. მისი აზრით, კაზემირო კარგ ფორმაშია და უკეთესი სეზონები ელის.
"სამეფო კლუბმა" ედუარდო კამავინგა და პოლ პოგბაც რომ შეიძინოს, ბრაზილიელი ძირითად შემადგენლობაში ადგილს არ დაკარგავს.
ამ სეზონში ესპანეთის ჩემპიონატის 25 მატჩში მან 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.