კატალონიური "სპორტის" ცნობით, "ბარსელონა" ნახევარმცველ ანსუ ფატის ვერ შეელევა.
გამოცემის მტკიცებით, "იუვენტუსს" უნდოდა 17 წლის ფატი მირალემ პიანიჩის ტრანსფერში ჩართვით ხელში ჩაეგდო, მაგრამ "ბარსამ" მის ნებისმიერი სახით გასხვისებაზე უარი განაცხადა.
ამ სეზონში ფატიმ 24 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ამ სეზონში ფატიმ 24 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.
აღსანიშნავია, რომ "ბარსელონა" რიგ ფეხბურთელებთან დამშვიდობებას აპირებს, მაგრამ ყველანი გუნდის გამოცვლის წინააღმდეგნი არიან.