ლა ლიგის ხელმძღვანელი ხავიერ ტებასი ადასტურებს, რომ ქვეყნის ჩემპიონატი 11 ივნისს განახლდება.
ამასთან, ტებასმა ხაზი გაუსვა, რომ ახალი სეზონი 12 სექტემბერს დაიწყება.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ესპანეთის ჩემპიონატის ზოგიერთი გუნდის ფეხბურთელებს კორონავირუსის საფრთხის გამო ეშინიათ თამაში და არ აპირებენ სეზონის ბოლომდე თამაშს.
ამ მომენტისათვის გათამაშებულია 27 ტური, ხოლო ჩემპიონატის ლიდერი კატალონიის "ბარსელონა" 56 ქულითაა.
"ბარსას" ექსპრეზიდენტი: პირველზე "რეალი" რომ ყოფილიყო, "ლა ლიგას" დაასრულებდნენ...
"ლა ლიგის" განახლების შემდეგ პირველ მატჩს მხოლოდ ესპანეთში აჩვენებენ