"ბარსელონას" ყოფილმა პრეზიდენტმა სანდრო როსელმა ციხეში გატარებული პერიოდი გაიხსენა.
"ერთხელ ციხეში ჩემგან იმდენად ახლოს იჩხუბეს, რომ სისხლი მომესხა. იქ ხშირად ჩხუბობდნენ. პირადად მე რამდენიმეჯერ მომივიდა შეხლა-შემოხლა, თუმცა არ მიჩხუბია.
ვინც სხვას ციხეში აგზავნის, თუნდაც ერთი დღე უნდა გაატარებინო საპატიმროში. ვიდრე სასამართლოზე გადაწყვეტილებას მიიღებენ, ძალიან სერიოზულად უნდა დაფიქრდნენ. იქ საკუთარ თავს სულ სხვანაირად დაინახავ. ციხე ცუდი ადგილია. ვინც ამბობს, რომ ციხე კარგია, ცრუობს.
ერთმა სულელმა მითხრა, კატალონიელი ხარ და თქვენ ყველანი უნდა მოკვდეთო. მეორე შეეცადა მისთვის ყოველდღე ყავა მეყიდა. ეს არ
გავაკეთე. ციხეში უძლურებისა და დარდის გამო ვტიროდი", - ციტირებს როსელს "მარკა".
როსელი 2017 წლის მაისში ფულის გათეთრების ბრალდებით დააპატიმრეს. 2019 წლის თებერვალში გაამართლეს და გაათავისუფლეს. უდანაშაულო ადამიანმა პატიმრობაში 643 დღე გაატარა.
სანდრო როსელი: ნეიმარი მესის შემდეგ მსოფლიოში საუკეთესოა, მის ყიდვას შევეცდებოდი
როსელი: ეს შეთქმულება იყო, როგორც კატალონიელის და "ბარსელონას" პრეზიდენტის მიმართ
"ბარსელონას" ექსპრეზიდენტი: ციხეში პრეზერვატივი და ვაზელინი მომცეს
სანდრო როსელი: "ბარსელონას" პრეზიდენტი რომ ვიყავი, იმიტომ დამაპატიმრეს
"ბარსელონას" ყოფილი პრეზიდენტი ორწლიანი პატიმრობის შემდეგ სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო