მადრიდის "ატლეტიკოს" ფორვარდ დიეგო კოშტას კანონის დარღვევიდან გამომდინარე პრობლემები შეექმნა და ბრალის დამტკციების შემთხვევაში, ნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
31 წლის ფეხბურთელს ბრალი ედება 1,37 მილიონი ევროს ოდენობის გადასახადების დამალვაში. დიეგო კანონი 2014 წელს დააღვია, თუმცა საქმის მოსმენა ახლა შედგა.
როგორც AS იტყობინება, ესპანურმა პროკურატურამ ბრალდების სიმძიმიდან გამომდინარე 6 თვიანი პატიმრობა და 500 000 ევროს ჯარიმის გადახდა მოითხოვა. სასამართლო სხდომა 4 ივნისს უნდა შედგეს.
დიეგო კოშტამ "ლა ლიგის" მიმდინარე სეზონში 13 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ 2 გოლის გატანა შეძლო.