რით უპასუხა მესიმ, როცა მას "ქონდარა" უწოდეს. ლიონელ მესის ტოპ 3 კონფლიქტი

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" ფორვარდი ლიონელ მესი თავისი გასაოცარი ტექნიკითა და დომინანტური თამაშის სტილით ხშირად ხდება მოწინააღმდეგეების გაღიზიანების მიზეზი. გამომდინარე აქედან, ლიონელთან კონფლიქტი საკმაოდ ხშირია, თანაც, ხშირად არგენტინელი ოპონენტების კრიტიკას და დამცირებას უპასუხოდ ტოვებს. თუმცა ყოფილა შემთხვევები, როცა მან ისინი მოქმედებითა და პასუხით გააოცა და დაადუმა. გთავაზობთ 3 ასეთ ყველაზე დასამახსოვრებელ კონფლიქტს მესის მონაწილეობით.

მესი და ალვარო გონსალესი
ალვარო: "შენ მართლა პატარა ხარ, შენ უბრალოდ "ქონდარა" ხარ".

Sportall.Ge

ასეთი განცხადება "ესპანიოლის" ფეხბურთელმა ერთ-ერთი დერბის დროს მესის პირისპირ ახალა. იმ პერიოდში "ესპანიოლი" "ბარსელონას" ზედიზედ მესამედ
ეთამაშებოდა, ხოლო დაძაბულობა და ვნებათაღელვა პიკში იყო.

რა უპასუხა ლიონელმა? ახალგაზრდობაში ის, ალბათ, მოწინააღმდეგეს რამდენიმე გოლს გაუტანდა და სიტყვიერ პასუხს არც დაუბრუნებდა. თუმცა მან ახლა გაუტანა კიდეც და პასუხიც დაუბრუნა:
მესი: "შენ კიდევ მართლა ძალიან ცუდი ხარ ფეხბურთში".

ალვარო არ ელოდა მესისგან ასეთ პასუხს, თუმცა უფრო დააფასა და უპასუხა:
"ჩვენ ორივე მართლები ვართ, შენ მოკლე ხარ, მე კი ფეხბურთში საშინელი ვარ".

ალვაროს შეფასების შემდეგ ორივემ გაიცინა.

მესი და პეპე

Sportall.Ge

2014 წელს, მორიგ ელ კლასიკოში მესის შელაპარაკება მადრიდის "რეალის" მთავარ "ცუდ ბიჭთან", პეპესთან მოუვიდა. ერთი შეხედვით ჩანდა, რომ ფეხბურთელებს მშვიდობიანი დიალოგი ჰქონდათ, რამდენადაც მათ სახეზე ღიმილი იყო, თუმცა მათი საუბარი მშვიდობისგან ძალიან შორს იყო.

პეპე: "შენ მაშინაც გეშინია, როცა უბრალოდ მხედავ".
მესი: "არ ვიცი, როდის გხედავ, მე სულ გიტან და ერთად მხოლოდ ფოტოზე ვართ ხოლმე".

პეპე არ ელოდა მესისგან ასეთ ირონიულ პასუხს და ვერ მოახერხა, არგენტინელისთვის რაიმე კიდევ ეთქვა.

მესი და კავანი

Sportall.Ge

2019 წლის ნოემბერში მესისა და კავანის სერიოზული კონფლიქტი ჰქონდათ. მიუხედავად იმისა, რომ ამხანაგური შეხვედრა იყო, ფეხბურთელები საქმეს სერიოზულად მიუდგნენ. რამდენიმე ფოლის შემდეგ კავანიმ ლიონელს ჰკითხა:

"შენ რა, ჩხუბი გინდა?"

ლეომ კი მორიგ ჯერზე გააოცა მოწინააღმდეგე:

"როცა გაწყობს, მაშინ".

ამბობენ, რომ შესვენების დროს, როცა გუნდები გასახდელში გადიოდნენ, მათ ფიზიკური დაპირისპირება თითქმის მოუვიდათ და ლუის სუარესს მოუწია ფეხბურთელების გაშველება...

მატჩის შემდეგ ფეხბურთელები შერიგდნენ, კავანიმ კი განაცხადა, რომ სამხრეთამერიკელი ფეხბურთელების ხასიათის გამო ასეთი ინციდენტები ხშირია.
მკითხველის კომენტარები / 7 /
იყო ერთი ასეთი შემთხვევაც 2006 წელს, მაშინ მესი ჯერ კიდევ ნორჩი ფეხბურთელი იყო _ მესი შეცვლაზე შევიდა, იმ დროს უკვე ცნობილმა ვარსკვლავმა გელა ნუგზარაშვილმა რომ დაინახა ლოყაზე უჩქმიტა და ირონიულად ჰკითხა _ შენ რა გქვია ბიჭუნაო? ლეომ დაუმარცვლა _ ლიო-ნელიო. ის მატჩი ფრედ დასრულდა 3:3. ბოლო ორი გოლი ლეომ გაიტანა. მატჩის ბოლოს გელამ ისევ უჩქმიტა ლოყაზე პატარა ლეოს და უთხრა _ შენ, ლიო-ნელი კი არა, ლიო-ჩიკი ყოფილხარო. იმ დღიდან დაიწყო მესის კარიერის აღმასვლა.
ტრიბუნა იარუსი
02:15 04-06-2020
4
აქ ლეომ ცოტა სხვანაირად უპასუხა: მე შენ მარტო გოლი რო გამაქვს იმ ფოტოზე გხედავ ზურგსუკან-ო
პეპე: "შენ მაშინაც გეშინია, როცა უბრალოდ მხედავ". მესი: "არ ვიცი, როდის გხედავ, მე სულ გიტან და ერთად მხოლოდ ფოტოზე ვართ ხოლმე".
18:37 03-06-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული