კომპანია FootyHeadlines-მა სოციალურ ქსელებში გაავრცელა მადრიდის "რეალის" 2020/21 წლების სეზონის საშინაო მატჩებისთვის განკუთვნილი მაისურის ფოტოები.
მაისურის მთავარი ფერი, ტრადიციულად, თეთრი გახლავთ, თუმცა მას რამდენიმე უჩვეულო ელემენტი აქვს დამატებული - ესაა ვარდისფერი ზოლები გვერდებზე და ვარდისფერ ფერში შესრულებული ვეფხვისებრი დაბოლოებები სახელოებზე.
"სამეფო კლუბი" მაისურთა სრული კომპლექტის პრეზენტაციას ივლისში გეგმავს.
ამ ეტაპისთვის კი "ბლანკოსი" ლა ლიგის განახლებისათვის ემზადება. განვლილი 27 ტურის შემდეგ "რეალს" 56 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მხოლოდ "ბარსელონას" ჩამორჩება (2 ქულით). ლა ლიგა კი 11 ივნისს განახლდება "სევილიასა" და "ბეტისს"
შორის გასამართი სევილიური დერბით.
მომზადებულია eurosport-ის მიხედვით