"მანჩესტერ სიტი" სერხი რობერტოს გადაბირებას ცდილობს

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტი" "ბარსელონას" ნახევარმცველ სერხი რობერტოს სამსახურით დაინტერესდა.

28 წლის სერხი რობერტო უნივერსალური ფეხბურთელია, პრაქტიკულად ყველა პოზიციაზე შეუძლია ითამაშოს და მას კარგად იცნობს "სიტის" მწვრთნელი პეპ გვარდიოლა, აგრეთვე - კლუბის დირექტორი ჩიკი ბეგირისტაინი.

"ქალაქელებმა" სერხის თაობაზე უკვე მიმართა "ბარსას", კატალონიურმა კლუბმა კი მოსაფიქრებლად დრო ითხოვა. "ბარსელონა" მისი განათხოვრების წინააღმდეგია, მხოლოდ გაყიდვას დათანხმდება.

მან ამ სეზონში 29 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა, კლუბთან კონტრაქტი კი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული