ინიესტას და ხავის "ოქროს ბურთი" უნდა მიეღოთ - კასილასი

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ყოფილმა კაპიტანმა დაასახელა ოთხი ესპანელი ფეხბურთელი, რომლებსაც "ოქროს ბურთი" უნდა მიეღოთ.

იკერის აზრით, "ოქროს ბურთს" იმსახურებდნენ კატალონიის "ბარსელონას" ყოფილი ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა და, ასევე, მისი პარტნიორი ხავი ერნანდესი. მესამე ადგილზე ასახელებს ყოფილ გუნდელს და "რეალის" ამჟამინდელ კაპიტან სერხიო რამოსს, ხოლო მეოთხეზე - "თეთრების" ლეგენდას, რაულს.

შეგახსენებთ, ისტორიის განმავლობაში მხოლოდ 2 ესპანელ ფეხბურთელს აქვს მიღებული "ოქროს ბურთი". ერთი მადრიდის "რეალის" ექსფორვარდი ალფრედო დი სტეფანოა (1957, 1959), ხოლო მეორე - კატალონიის "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი ლუის სუარესი (1960).

მკითხველის კომენტარები / 3 /
გადამწყვეტი გოლი ფინალში და სამივე ტურნილის უდავო ლიდერი ესპანეთის ნაკრებში.
ddgfdf
16:58 04-06-2020
0
რა მოიგეს მისმა კონკურენტებმა, ან როდის თამაშობდნენ მასზე უკეთესად, ბარსელონა გუნდი იყო და ეგ და მესი გამორჩეულები.
ddgfdf
16:56 04-06-2020
0

სიახლეები პოპულარული