უდარდელა ფეხბურთელი, რომელსაც მხოლოდ გოლფი და ფული აწუხებს

AutoSharing Option
მიხვდით უთუოდ, "რეალის" შემტევზე, გარეთ ბეილზე გვაქვს საუბარი, რომლის დატოვება "რეალს" არ უნდა, მაგრამ თავად ნავსაყუდელის გამოცვლის კატეგორიული წინააღმდეგია. თქვა ერთხელ კიდევაც, თუ არ მათამაშებენ, ვიჯდები სათადარიგოთა სკამზე და გოლფის თამაშით შევიქცევ თავსო. 30 წლის უელსელს ცხოვრება მოწყობილი აქვს და არც აღარაფერი ანაღვლებს. ბეილის მომავლის თაობაზე კომენტარი მისმა აგენტმა ჯონათან ბარნეტმა გააკეთა.

"წარმოდგენა არა მაქვს, ის რამდენი ღირს. საკმაოდ მაღალი გასამრჯელო აქვს (კვირაში 668 ათასი ფუნტი! - რედ.). მე ამის დადგენა არ შემიძლია. კლუბები თვითონ წყვეტენ, რამდენი უნდა გადაიხადონ მასში.

როგორც ყოველთვის ვამბობდი, მადრიდში თავს ძალიან ბედნიერად გრძნობს. შესანიშნავი ცხოვრება აქვს და ვერანაირ მიზეზს ვერ ვხედავ, რომ კარიერა "რეალში" არ დაასრულოს.

ეს მისი ცხოვრებაა. სურს ფინანსურად საკუთარი თავი, შვილები და შვიილიშვილებიც კი უზრუნველყოს. მსოფლიოს ჩემპიონატის გარდა, თითქმის ყველა ტურნირი მოიგო.

კარგი იქნებოდა, პრემიერლიგაში დაბრუნებულიყო, მაგრამ არ უნდა", - განაცხადა ბარნეტმა BBC Radio 4-ის ეთერში.

altბეილს მყიდველი არ გამოუჩნდა და "რეალში" დარჩება

altბეილი: ერთი ამბავი ატეხეს, არადა, გოლფის თამაშზე ექიმებს ვესაუბრე...

altბეილის ფასი 20 მილიონამდე დაეცა და "ნიუკასლს" შეუძლია შეიძინოს

altბეილი: MLS საინტერესოა, მე ლოს ანჟელესში გოლფს ვთამაშობ

alt6 წლის წინ ბეილმა "რეალს" ფინალი მოაგებინა, ბარტრას კარიერა კი "დაასამარა" [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 8 /
ამან რომ ბარსელონას შეუპამპალა მარტო მაგიტო უნდა დატოვონ
chelsii
15:40 06-06-2020
1
არ მახსოვს ვინმეს ესე გაებითურებიოს პერესი ბაბუ როგორც ამან ქნა იმენა ჩახადა
თემური
18:33 05-06-2020
0

სიახლეები პოპულარული