მოურინიომ რონალდო თითქმის ატირა, ფეხბურთელებმა გააშველეს - მოდრიჩი იხსნებეს რონალდოსა და ჟოზეს კონფლიქტს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი იხსენებს ჟოზე მოურინიოსა და კრიშტიანო რონალდოს კონფლიქტს.

"მოურინიოს რეაქციამ გამაკვირვა. ესპანეთის თასზე 2:0 ვიგებდით. მოწოდების დროს რონალდო თავის აყვანილ ფეხბურთელს არ გაჰყვა, ჟოზე კი განრისხდა. როცა შესვენებაზე გასახდელში დავბრუნდი, რონალდო ძალიან ნაწყენი იყო, თითქმის ცრემლები მოსდიოდა. რონალდო ამბობდა, რომ ცდილობს უკეთესად ითამაშოს, ხოლო ჟოზე აკრიტიკებდა. მათ შორის ურთიერთობა იმდენად დაიძაბა, რომ დანარჩენ ფეხბურტელებს გაშველება და სიტუაციის განმუხტვა მოუწიათ." - ციტირებს მოდრიჩს Marca.

რონალდო "რეალში" 2009 წლიდან 2018 წლამდე თამაშობდა, შემდეგ კი ტურინის "იუვენტუსში" გადავიდა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
რონალდუ რო მტირალაა(თანაგუნდელების თქმით) და ისტერიჩკა, ყველამ იცის, მაგრამ მოურინიო რო სუფთა ნაგავია არც ეგ არ არის საიდუმლო.
ობიექტურად!
12:04 07-06-2020
2
ამიტომაა,რომ მოურინიოს დიდი ხანია შედეგი არ დადვია და ხელმოცარულთა რიგებში გადაინაცვლა.
ზასტაველი
13:41 06-06-2020
7

სიახლეები პოპულარული