მესი გუნდთან ერთად ვარჯიშობს [PHOTO]

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" ფორვარდმა ლიონელ მესიმ დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა. ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

რამდენიმე დღის წინ ლიონელს კვადრიცეფსის მცირე დაზიანება აღმოაჩნდა და ინდივიდუალურად ვარჯიშობდა. შესაბამისად, კითხვის ნიშნის ქვეშ იყო მისი "მალიორკასთან" თამაში.

შეგახსენებთ, ლა ლიგა კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერდა. 13 ივნისს "ბარსელონა" "მალიორკას" დაუპირისპირდება.

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული