"ბარსელონას" ყველა დროის 5 საუკეთესო თავდამსხმელი - ვინ არიან ისინი?

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონაში" უამრავი დიდებული თავდამსხმელი თამაშობდა და მათგან მხოლოდ 5-ის ამორჩევა ურთულესი ამოცანაა. თუმცა ჩვენს დღევანდელ სიაში უპირატესობა სტაბილურობის კრიტერიუმს ენიჭება. შესაბამისად, თუ თავდამსხმელი მხოლოდ 1-2 სეზონი ბრწყინავდა, ის სიაში არ აღმოჩნდება.

5. სეზარი
კატალონიელების ვარსკვლავი 40-იან და 50-იანების დასაწყისში. 172-სანტიმეტრიანი ენერგიული, ტექნიკური და გოლის გამორჩეული ალღოს მქონე სეზარი უდავოდ "ბარსას" ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ლეგენდაა. მის დროს კატალონიელებმა 5-ჯერ მოიგეს ესპანეთის ჩემპიონატი და დონით მადრიდის "რეალსა" და "ატლეტიკოს" გაუსწორდნენ.
სეზარი 232 გოლით დღემდე რჩება კლუბის ისტორიაში მეორე საუკეთესო ბომბარდირი.

4. ლუის სუარესი
შესანიშნავი
ურუგვაელი "ბარსაში" "ლივერპულიდან" გადავიდა, სადაც მას კბენის გამო სკანდალური დისკვალიფიკაცია ჰქონდა. თუმცა ესპანელებმა დაუცადეს მის დისკვალიფიკაციას და ლოდინი ამად ღირდა. დღეს ლუისი კლუბის ისტორიაში მე-4 საუკეთესო ბომბარდირია და გუნდის წარმატებაში უზარმაზარ როლს ასრულებს.

3. სამუელ ეტო'ო
გამხდარი კამერუნელი 2000-იანების მეორე ნახევარში ერთ-ერთი საუკეთესო შემტევი იყო. მას ჰქონდა გამორჩეული სისწრაფე, ძლიერი დარტყმა, იტანდა ლამაზ და მნიშვნელოვან გოლებს და რაც მთავარია - იტანდა ძალიან ბევრს. მისი შეჩერება ნებისმიერი გუნდისთვის ურთულესი ამოცანა იყო. გასაკვირი არ არის, რომ "ბარსელონამ" მის პერიოდში 2-ჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, თანაც ეტო'ომ ორივე ფინალში გაიტანა გოლი. მის ანგარიშზე 199 მატჩში 130 გოლია.

2. ლასლო კუბალა
კუბალა უნიკალური იყო. მას შეეძლო გუნდელისთვის გადაცემა 50 მეტრიდან საოცარი სიზუსტით განეხორციელებინა. ხშირად ამას ისე აკეთებდა, რომ არც უყურებდა გუნდელებს. უბრალოდ ლასლო იმდენად გრძნობდა ფეხბურთს, რომ ინტუიციით იცოდა, სად იქნებოდა მისი პარტნიორი. უნგრელი დღემდე მესამე საუკეთესო ბომბარდირია. მან მეტოქის კარი 194-ჯერ დალაშქრა.

1. ლიონელ მესი
მესიზე არ ღირს დიდი კომენტარის გაკეთება, ლიონელი უბრალოდ "ბარსელონას" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი და ზოგადად, ფეხბურთელია. 16 წელი, 718 მატჩი და 627 გოლი.

მკითხველის კომენტარები / 17 /
კი მაგრამ, ამ ფეხბურთელებს, რომ ტენით და ტენით, ვის მაგიერ, რისთვის არ სწერთ, ობშეჟიტია ხომ არ არის.
ფეხბურთის გულშემატკივარი.
22:05 30-06-2020
0
კრუიფი სად არის???მესის მერე კრუიფი!
MAXSIMUS
19:09 21-06-2020
0

სიახლეები პოპულარული