7 ივლისამდე ნებისმიერ კლუბს შეუძლია "ინტერის" თავდამსხმელ ლაუტარო მარტინესის კონტრაქტი 111 მილიონ ევროდ გამოისყიდოს. ამის ყველაზე დიდი სურვილი "ბარსელონას" აქვს. არგენტინელსაც ძალიან უნდა მათ გუნდში გადასვლა, მაგრამ...
მაგრამ "ბარსა" ამას იმ მარტივი მიზეზის გამო ვერ მოახერხებს, რომ ფული არა აქვს, - იტყობინება AS-ი.
კატალონიური კლუბი იმედს მაინც არ კარგავს და ტრანსფერში თავისი ფეხბურთელების ჩართვას აპირებს, რაც "ინტერს" არ აწყობს.
"ბარსელონა" იმედოვნებს, რომ კორონავირუსით გამოწვეული ფინანსური კრიზისისას ფეხბურთელების ფასები დაეცემა და მაშინ შეძლებენ ლაუტაროს შეძენას.
თავად ლაუტარომ "ბარსელონაში" გადასვლის სურვილი დაადასტურა,
თუმცა მარტო დასტური ტრანსფერს ვერ გაჩარხავს.