ესპანეთში სეზონის განახლების წინ კომენტარი "ბარსელონას" თავდამსხმელმა ლეო მესიმ გააკეთა.
"ფეხბურთის უთამაშებლობამ დამაფიქრა. თავს ისევე ვგრძნობ, როგორც ყველა სხვა ფეხბურთელი. უბრალოდ თამაში მინდა. ფეხბურთის თამაში - ეს ძღვენია, რომ ამდენი ხალხი მხარს გიჭერს, რაღაც უფრო მეტიცაა.
ფეხბურთი სხვა ადამიანების აღფრთოვანების და თავად აღფრთოვანებულად ყოფნის საშუალებაა. შესაძლოა, სხვების გასახარებელი ყველაზე დიდი საჩუქარია. ფეხბურთი ბრუნდება და მე ისევ მზად ვარ", - წერს მესი "ინსტაგრამზე".
ხვალ, 13 ივნისს, "ბარსელონა" 28-ე ტურში გასვლაზე "მალიორკას" დაუპირისირდება.