"ლევანტემ" "ვალენსიასთან" ფრეს 90+8-ე წუთზე გატანილი პენალტით მიაღწია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კორონავირუსით გამოწვეული პაუზის შემდეგ ჩემპიონატი ესპანეთშიც განახლდა. 12 ივნისს 2 მატჩი გაიმართა.

"ვალენსიასა" და "ლევანტეს" შეხვედრა 1:1 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ მთავარი მოვლენები მატჩის დასასრულს მოხდა.  74-ე წუთზე მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და გააძევა "ლევანტეს" თავდამსხმელი როხერუ მარტი, 89-ე წუთზე მასპინძელთა ფორვარდმა როდრიგომ ანგარიში გახსნა, ხოლო 90+8-ე წუთზე სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა გონსალო მელერომ თერთმეტმეტრიანით საპასუხო გოლი გაიტანა.

"გრანადამ" საკუთარ მოედანზე 2:1 მოუგო "ხეტაფეს".

დღეს, 13 ივნისს, კიდევ 4 შეხვედრა გაიმართება

ესპანიოლი - ალავესი
სელტა - ვილიარეალი
ლეგანესი - ვალიადოლიდი
მალიორკა - ბარსელონა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული