კორონავირუსით გამოწვეული პაუზის შემდეგ ჩემპიონატი ესპანეთშიც განახლდა. 12 ივნისს 2 მატჩი გაიმართა.
"ვალენსიასა" და "ლევანტეს" შეხვედრა 1:1 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ მთავარი მოვლენები მატჩის დასასრულს მოხდა. 74-ე წუთზე მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და გააძევა "ლევანტეს" თავდამსხმელი როხერუ მარტი, 89-ე წუთზე მასპინძელთა ფორვარდმა როდრიგომ ანგარიში გახსნა, ხოლო 90+8-ე წუთზე სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა გონსალო მელერომ თერთმეტმეტრიანით საპასუხო გოლი გაიტანა.
"გრანადამ" საკუთარ მოედანზე 2:1 მოუგო "ხეტაფეს".
დღეს, 13 ივნისს, კიდევ 4 შეხვედრა გაიმართება
ესპანიოლი - ალავესი
სელტა - ვილიარეალი
ლეგანესი - ვალიადოლიდი
მალიორკა - ბარსელონა