მოედანზე შევარდნილი ფანი: მესისთან სურათი ვერ გადავიღე

AutoSharing Option
"მალიორკასა" და "ბარსელონას" მატჩისას მოედანზე ერთი ფანი შევარდა, რომელმაც ჟორდი ალბასთან სელფი გადაიღო, ლეო მესისთან კი - ვერა. კორონავირუსის გამო ლა ლიგაში შეხვედრები მაყურებლების გარეშე ტარდება და ამ გულშემატკივარმა, რომელმაც არენაზეც შეაღწია და მოედანზეც, Cadena Cope-სთან კომენტარი გააკეთა:

"ეს დაგეგმილი მქონდა. მესი ჩემი კერპია და მასთან სურათის გადაღება მსურდა. ალბა დავინახე და მასთან ფოტო გადავიღე, ლეოს კი ვერ მივაკვლიე. არა უშავს, სურათს მაინც წამაშლევინებდნენ".

ფანი მოედნიდან სტიუარდებმა გაიყვანეს, ლა ლიგის ხელმძღვანელები კი სასამართლოში უჩივლებენ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული