"რეალმაც" უპრობლემოდ იმარჯვა - დიდი საფინიშო რბოლა იწყება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
14 ივნისს, ლა ლიგის 28-ე ტურში "რეალმა" საკუთარ მოედანზე "ეიბარი" 3:1 დაამარცხა.

"სანტიაგო ბერნაბეუს" რეკონსტრუქციის გამო მატჩი ალფრედო დი სტეფანოს სტადიონზე მაყურებლების გარეშე გაიმართა და მასპინძლებმა მეტოქეს პირველივე ტაიმში მოუთავეს საქმე.

"რეალი" ლიდერ "ბარსელონას" 2 ქულით ჩამორჩება და 17 ივნისს, შემდეგ ტურში "ვალენსიას" უმასპინძლებს, ხოლო "ბარსა" იმავე დღეს "კამპ ნოუზე" "ლეგანესს" დაუხვდება.

კროოსმა ამ სეზონში "რეალში" ყველა ტურნირზე 6 გოლი გაიტანა, რაც მისი რეკორდია.

რამოსმა პრიმერაზე 67-ე გოლი გაიტანა და კუმანთან (ბარსელონა) ერთად ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი მცველია. მან
თამაშიდან ფეხით გოლი 2017 წლის შემდეგ პირველად გაიტანა.

გარეთ ბეილმა "რეალში" 250-ე მატჩი ჩაატარა და კლუბის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა სამახსოვრო მაისურა გადასცა.

ზიდანის ხელმძღვანელობით, "სამეფო გუნდმა" მე-200 მატჩი ჩაატარა - 132 მოგება, 42 ფრე და 26 წაგება. მასზე მეტჯერ "ბლანკოსს" მხოლოდ მიგელ მუნიოსმა (605) და დელ ბოსკემ (246) უხელმძღვანელეს.

ამ სეზონში ლა ლიგაზე გოლები "რეალის" 19-მა ფეხბურთელმა გაიტანა - ეს ევროპის ტოპ 5-ის ჩემპიონატის რეკორდია.

რეალი - ეიბარი 3:1
გოლები: 1:0 კროოსი (4), 2:0 სერხიო რამოსი (30), 3:0 მარსელო (37), 3:1 ბიგასი (60)

მკითხველის კომენტარები / 6 /
ამათ რომ მცველები ჰყავთ,ჩვენ მოგვცა თავდასხმაში ასეთები.
სოსო
10:02 15-06-2020
1
რა სისულელეა-ლა ლიგის ბომბარდირი მცველებში ფერნანდო იეროა
BOSS
02:22 15-06-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული