ლა ლიგის პრეზიდენტი: მესი ხატია - რონალდოს წასვლამ არაფერი დაგვაკლო

AutoSharing Option
ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა განაცხადა, რომ თავდამსხმელ რონალდოს "რეალიდან" "იუვენტუსში" გადასვლამ ესპანეთის ჩემპიონატზე გავლენა არ მოახდინა.

"კრიშტიანოს წასვლამ "რეალი" კი დაამწუხრა, მაგრამ ჩვენზე პრაქტიკულად ნულოვანი გავლენა მოახდინა, რადგან ლა ლიგა დიდი ხანი ემზადებოდა იმისათვის, რათა მისი ბრენდი კონკრეტულ ფეხბურთელებზე მაღლა მდგარიყო.

თუმცა მესისთან სხვა ისტორიაა. ის ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოა. გაგვიმართლა, რომ მხოლოდ ჩვენს ლიგაში თამაშობს. ვფიქრობ, მესის წასვლა შესამჩნევი იქნებოდა. განსაკუთრებით, სხვა ჩემპიონატში გადასვლის შემთხვევაში.

ლიონელი ესპანეთის ფეხბურთის ხატია. მას კარიერის ჩვენს ჩემპიონატში დასრულებას ვთხოვდი.

მესის წასვლა კატასტროფა არ
იქნება, ვინაიდან სატელევიზიო კონტრაქტებს მასთან ერთად ან მის გარეშეც გავაფორმებთ. მთავარი ღირებულება ისაა, რომ მუდამ გვახარებს", - განაცხადა ტებასმა RAC1-ის ეთერში.

მკითხველის კომენტარები / 4 /
არ გაგვიჩმახეს საქმე მესი-როლანდოთი,მესიზე დიდი ფეხბურთელები არსებობდენ და ასე არასდროს გადაუმლაშებია პრესას,თავი დაგვანებეთ და ისიამოვნეთ თქვენი ჩემპიონატით,გიდასტურებთ,რომ მაღალი რანგის ჩემპიონატი გაქვთ.
ზასტაველი
09:52 19-06-2020
12
Ronaldo ro wavida imito gaxda premier liga ufro popularuli da mesic ro wavides ra geshveleba sacodavo
ronaldos fani
09:44 19-06-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული