ბენზემას სუპერგოლი, ასენსიოს შესანიშნავი დაბრუნება და "რეალის" ბრწყინვალე მეორე ტაიმი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
19 ივნისს, ლა ლიგის 29-ე ტურის დასკვნით მატჩში "რეალმა" საკუთარ მოედანზე "ვალენსიას" 3:0 მოუგო.

ვინაიდან ლიდერმა "ბარსელონამ" ამ ტურშიც გაიმარჯვა და 5 ქულით გაექცა, "რეალს" სხვაობის შესამცირებლად აუცილებლად მოგება სჭირდებოდა. პირველი ტაიმი თვალსასეირო გამოდგა. სტუმართა გუნდის გოლკიპერმა სილესენმა კარში დარტყმული 7 ბურთი მოიგერია, ხოლო მისმა თანაგუნდელმა თავდამსხმელმა როდრიგომ ბურთი ძელს გაარტყა, შემდეგ კი კურტუას გოლიც გაუტანა, მაგრამ თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაუთვალეს.

შესვენების შემდეგ "ბლანკოსი" გადამწყვეტ უპირატესობას დაეუფლა და აზარის გადაცემით ბენზემამ
ანგარიში გახსნა. შემდეგ მოედანზე ასენსიო შევიდა და ბურთთან პირველივე შეხებით დალაშქრა "ღამურების" კარი. შეგახსენებთ, მას ტრავმის გამო თითქმის 11 თვე არ უთამაშია. 87-ე წუთზე კი ბენზემამ ასენსიოს პასით სუპერგოლი გაიტანა. ეს პრიმერას მიმდინარე გათამაშებაზე მისი მე-16 გოლია.

ბენზემამ "რეალში" 243 გოლი გაიტანა, პუშკაშს გაასწრო და "სამეფო გუნდის" ისტორიაში ბომბარდირთა შორის მე-5 ადგილზეა. საუკეთესო 450 გოლით რონალდოა. მეორე ადგილზე რაულია (323), მესამეზე - დი სტეფანო (308), მეოთხეზე კი - სანტილიანა (289).

"რეალი" "ბარსელონას" 2 ქულით ჩამორჩება და 22 ივნისს სან-სებასტიანში "სოსიედადთან" მძიმე გასვლა უწევს, ხოლო "ბარსელონას" 20 ივნისს არანაკლებ რთული დაპირისპირება ელის სტუმრად "სევილიასთან".

რეალი-ვალენსია 3:0
გოლები: 1:0 ბენზემა (61), 2:0 ასენსიო (74), 3:0 ბენზემა (87)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული