"ვალენსია" "რეალის" კარში გატანილი გოლის გაუქმების გამო უკმაყოფილოა

AutoSharing Option
ლა ლიგის 29-ე ტურში "რეალმა" "ვალენსიას" 3:0 სძლია, პირველ ტაიმში კი სტუმრებს გოლი არ ჩაუთვალეს.

21-ე წუთზე ანგარიში "ღამურების" თავდამსხმელმა როდრიგომ გახსნა, მაგრამ მსაჯმა ხოსე მარია სანჩეს მარტინესმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ დაასკვნა, რომ "ვალენსიას" ფორვარდი მაქსი გომესი კარლოს სოლერისგან პასის მიღების მომენტში, რაფაელ ვარანთან ბრძოლისას თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა.

"ვალენსიას" აღშფოთებულმა კაპიტანმა დანი პარეხომ დაიყვირა: "ყოველთვის ერთი და იგივე, ყოველთვის ერთი და იგივე!"

აღნიშნულ ეპიზოდზე ნამატჩევს კომენტარი ყოფილმა მსაჯმა ხუან ანდუხარ ოლივერმა გააკეთა, რომელიც "მარკასთან" არბიტრების მუშაობის ექსპერტად თანამშრომლობს:

"მაქსიმ "რეალის"
ფეხბურთელის ბლოკირება მოახდინა. ამიტომ მსაჯმა ოფსაიდი დააფიქსირა. ეს გოლის კორექტულად გაუქმებაა".

მკითხველის კომენტარები / 1 /
ბენფიკასაც მასეჹ ბურთი გაუუქმეს. მცველს უშლიდა ხელს.
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული