ნეიმარი "ბარსელონას" სასამართლოში 22 მილიონ ევროს ედავებოდა, დავა წააგო და 7 მილიონს აქეთ გადაუხდის

AutoSharing Option
"ბარსელონამ" თავის ყოფილ ფეხბურთელს, ბრაზილიელ ნეიმარს სასამართლო დავა მოუგო. ინფორმაციას ამის შესახებ ESPN ავრცელებს.

წყაროს ცნობით, 28 წლის ბრაზილიელი ყოფილ კლუბს ადანაშაულებდა, რომ 22 მილიონი ევრო ბონუსის სახით არ გადაუხადეს. სასამართლომ ბრაზილიელის მხარის მოთხოვნა უარყო და ფეხბურთელს აქეთ დაეკისრა, 7 მილიონი "ბარსელონას" გადაუხადოს.

მედიაში აქტიურად იწერება, რომ ნეიმარი ცდილობს "ბარსაში" დაბრუნებას. რამდენად იმოქმედებს ეს გარემოება მის სურვილზე, ჯერჯერობით უცნობია.

მკითხველის კომენტარები / 2 /
. . . ამ ორანგუტანებს მახელა თანხებს ვინ მიაშავებდა???
რომ არა ტპტალიზატორული აფიორები...
18:12 19-06-2020
0
ეგრე მოგიხდება, ფულის ხამო! შენს დაგებულ ხაფანგში შენვე გაები! ბონუსი არა, დიშლა არ გინდა ნეი!?
ჯემო
16:13 19-06-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული