"ბარსელონამ" შესაძლოა, საბედისწერო ქულები დაკარგა - "რეალს" გალიდერება შეუძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
19 ივნისს, ლა ლიგას 30-ე ტურში "სევილია" და "ბარსელონა" დაზავდნენ - 0:0.

სტუმრები ბევრს და უშედეგოდ უტევდნენ, შეხვედრის დასასრულს კუთხურზე მეკარე ტერ შტეგენიც ჩავიდა, მაგრამ ვერც ამან ვერ გამოიღო შედეგი.

"ბარსელონა" 65 ქულით პირველ ადგილზეა, თუმცა თუ "რეალმა" 21 ივნისს სან სებასტიანში "სოსიედადს" სძლია, გალიდერდება კიდეც.

მოკლედ, გამარჯვების შემთხვევაში, "სამეფო გუნდი" უფრო მომგებიან სიტუაციაში აღმოჩნდება, ვინაიდან ჩემპიონატის დასრულებამდე 8 ტურით ადრე ყველაფერი მის ხელთ იქნება.

24 ივნისს "ბარსელონა" "ბილბაოს" უმასპინძლებს, ხოლო "რეალი" 25 ივნისს "მალიორკას".

დღეს კიდევ 2 მატჩი გაიმართა

გრანადა - ვილიარეალი 0:1
გოლი: მორენო (11)

მალიორკა - ლეგანესი 1:1
გოლები: 1:0 სევილა (9), 1:1 როდრიგესი (87)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული