ლა ლიგის 30-ე ტურში "რეალმა" გასვლაზე "სოსიედადს" 2:1 მოუგო.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ სერხიო რამოსმა და ბენზემამ დალაშქრეს ბასკების კარი. მერინომ ერთი საპასუხო გოლის გატანა შეძლო. ბოლოს სანსებასტიანელები ქულის გადარჩენას შეეცადნენ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ და დამარცხდნენ.
უნდა აღინიშნოს, რომ მასპინძლები რამდენიმე ეპიზოდში მსაჯის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოები დარჩნენ: როდესაც ლორენტემ ვინისიუსი წააქცია და თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, იანუზაის არჩათვლილი და ბენზემას ჩათვლილი გოლის გამო. სწორედ ამაზე მიანიშნა "ბარსას" მცველმა ჟერარდ პიკემ "სევილიასთან" ნამატჩევს, რომ რაც ხდება, ძნელად წარმოსადგენია, "ბლანკოსმა" ქულები დაკარგოს. ახლა ამ თემაზე საუბრები აშკარად გამძაფრდება.
"რეალს", ისევე, როგორც "ბარსელონას", 65 ქულა აქვს, მაგრამ ურთიერშეხვედრებში უპირატესობით (0:0, 2:0) გალიდერდა.
24 ივნისს "ბარსელონა" "ბილბაოს" მასპინძლობს, ხოლო 25 ივნისს "რეალი" - "მალიორკას".
სერხიო რამოსმა, რომელმაც მუხლის ტრავმა მიიღო და შეცვალეს, პრიმერაზე 68-ე გოლი გაიტანა და მცველებს შორის ბომბარდირი გახდა. სერხიომ ესპანეთის მიმდინარე ჩემპიონატზე მე-7 გოლი გაიტანა და თავისი რეკორდი გაიმეორა. ამას გარდა, მან ყველა ტურნირზე ზედიზედ მე-20 პენალტი გამოიყენა.
"რეალში" პრიმერაზე 2019 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველად ითამაშა ნახევარმცველმა ხამეს როდრიგესმა.
სოსიედადი-რეალი 1:2
გოლები: 0:1 სერხიო რამოსი (50, პენ), 0:2 ბენზემა (71), 1:2 მერინო (83)