ლა ლიგის 30-ე ტურში სტუმრად "სოსიედადის" 2:1 ძლევის შემდეგ კომენტარი "რეალის" მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა გააკეთა.
"ყოველ მესამე დღეს ვთამაშობთ. ზეწოლა ჩვეულად დიდია. ძალიან კარგი გამარჯვება მოვიპოვეთ, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. 8 მატჩი დარჩა, ყველაფერი ბოლოს გადაწყდება.
მე ვერ გავიგე, საბოლოო ჯამში საუბარი მხოლოდ მსაჯობაზე რატომ მიდის, თითქოს მოედანზე არაფერი გავაკეთეთ?
რასაც ჩვენზე ლაპარაკობენ, ვერ გავაკონტროლებთ. მოვიგეთ მოედანზე, ეს გავაკეთეთ. დამსახურებული გამარჯვებაა.
ჯერ არაფრისთვის მიგვიღწევია, თუმცა სეზონის განახლების შემდეგ 9 ქულა ავიღეთ. სეზონის ბოლომდე რთული ბრძოლა იქნება. ასევე გაგრძელება გვმართებს.

კარგი
დინამიკაა, ფეხბურთელები საქმეს ჩინებულად უდგებიან. ჩვენ ყოველთვის მეტი გვინდა. დღეს გამარჯვებას მოწყურებული გუნდი ვნახეთ.
სერხიო რამოსი მსოფლიოს საუკეთესო მცველია. მისი ბრძოლისუნარიანობა ყველას გადაეცემა. მუხლი სტკივა, თუმცა იმედია, სერიოზული არაფერია", - ციტირებს ზიდანს "მარკა".