"რეალის" მცველმა სერხიო რამოსმა "სოსიედადთან" მატჩისას მუხლის ტრავმა მიიღო და შეცვალეს. გუნდის მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა შეხვედრის შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე იმედი გამოთქვა, რომ მას სერიოზული არაფერი სჭირს.
AS-ის ცნობით, სერხიო რამოსი მძიმე ტრავმას გადაურჩა, თუმცა ზიდანი არ გარისკავს და თავის დაზღვევის მიზნით 25 ივნისს "მალიორკასთან" არ ათამაშებს.
მან ამ სეზონში 37 მატჩში 9 გოლი გაიტანა.