AS-ის ცნობით, მადრიდის "რეალი" უკმაყოფილოა ლა ლიგის კალენდრით.
კლუბში უსამართლოდ მიიჩნევენ 33-ე და 34-ე ტურების განრიგს.
33-ე ტურში "ბარსელონა" მადრიდის "ატლეტიკოს" 30 ივნისს, თბილისის დროით 23:00-ზე უმასპინძლებს, "რეალი" კი 2 ივლისს "ხეტაფეს" 23:00 საათზე შეხვდება.
34-ე ტურის ფარგლებში კი, "თეთრები" ბილბაოს "ატლეტიკს" 5 ივლისს, 15:00 საათზე დაუპირისპირდება, ხოლო კატალონიელები იმავე დღეს, 23:00-ზე "ვილიარეალს" ესტუმრებიან.
"რეალი" უკმაყოფილოა იმით, რომ მათ აღდგენისთვის 56 საათით ნაკლები დრო ექნებათ, ვიდრე "ბარსელონას" (62 საათი - "რეალს", 118 - "ბარსელონას").
"სოსიედადი" მსაჯობით უკმაყოფილოა - "რეალმა" მოიგო, გალიდერდა და ყველაფერი მის ხელთაა [VIDEO]
"ბარსელონამ" შესაძლოა, საბედისწერო ქულები დაკარგა - "რეალს" გალიდერება შეუძლია [VIDEO]