"რეალი" უკმაყოფილოა: 33-ე და 34-ე ტურებს შორის 62 საათი აქვთ, "ბარსელონას" - 118

AutoSharing Option
AS-ის ცნობით, მადრიდის "რეალი" უკმაყოფილოა ლა ლიგის კალენდრით.

კლუბში უსამართლოდ მიიჩნევენ 33-ე და 34-ე ტურების განრიგს.

33-ე ტურში "ბარსელონა" მადრიდის "ატლეტიკოს" 30 ივნისს, თბილისის დროით 23:00-ზე უმასპინძლებს, "რეალი" კი 2 ივლისს "ხეტაფეს" 23:00 საათზე შეხვდება.

34-ე ტურის ფარგლებში კი, "თეთრები" ბილბაოს "ატლეტიკს" 5 ივლისს, 15:00 საათზე დაუპირისპირდება, ხოლო კატალონიელები იმავე დღეს, 23:00-ზე "ვილიარეალს" ესტუმრებიან.

"რეალი" უკმაყოფილოა იმით, რომ მათ აღდგენისთვის 56 საათით ნაკლები დრო ექნებათ, ვიდრე "ბარსელონას" (62 საათი - "რეალს", 118 - "ბარსელონას").



მკითხველის კომენტარები / 3 /
ოჰ რაღაც აბსურდი ხომ უნდა მოიგონონ სოსიედადთან სკანდალის საპირწონედ.ამაზრზენია ამათი საქციელი,ლა ლიგის მათხოვრად იქცნენ.ნეტავ რა ეშველებათ რამოსი,მოდრიჩი,მარსელო და კროოსი ერთად რომ წავლენ?ამათ გამოცდილებაზე დგას გუნდის თამაში.არადა დაბერდნენ ეს ყველა და იციან ამათი წასვლის მერე კაი ხანს ვერ მოიგებენ ვერაფერს,თან სტადიონს არემონტებენ დიდ ტრანსფერებს ვერ გაჩარხავენ.ამიტომ ყველაფერს კადრულობენ რომ როგორმე წელს მოიგონ ჩემპიონატი.
Master
12:37 23-06-2020
11
რა იყო სკანდალური სოსიედადთან?
6

სიახლეები პოპულარული