მადრიდის "რეალის" 5 ყველაზე ცუდი ტრანსფერი

AutoSharing Option
მადრიდის "რეალი" იმ კლუბების კატეგორიას მიეკუთვნება, რომელშიც თამაში, პრაქტიკულად, ყველა ფეხბურთელს სურს. თუმცა მეორე საკითხია, რამდენად ახერხებენ ათამაშებას. ეს გასაგებიც არის, რამდენადაც "რეალში" ყველა პოზიციაზე უზარმაზარი კონკურენციაა. მიუხედავად იმისა, ფეხბურთელი არის მსოფლიო დონის ვარსკვლავი თუ არა, ფაქტი არაა, რომ ის წარმატებულად შეძლებს თამაშს.

წარმოგიდგენთ იმ მოთამაშეების ნაწილს, რომელთა ტრანსფერი "რეალში" წარუმატებელი აღმოჩნდა.

5. ტომას გრავესენი
დანიის ეროვნული ნაკრების საყრდენი ნახევარმცველი.
კლოდ მაკელელეს "ჩელსიში" გადასვლის შემდეგ "რეალის" საყრდენ სივრცეში არეულობა სუფევდა. გრავესენი "ევერტონიდან" შეიძინეს, სადაც ის გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო. თუმცა მადრიდში მან
თავის დამკვიდრება ვერ შეძლო. არადა, ხელმძღვანელობა მასზე დიდ ფსონებს ჩამოდიოდა.

ის გულშემატკივირებს, როგორც უზრდელი, უხეში და სკანდალისტი, დაამახსოვრდათ, რომელსაც პროდუქტიული არაფერი მოჰქონდა კლუბისთვის. საბოლოოდ ტომასი შოტლანდიურ "სელტიკში" ერთ წელიწადში გაყიდეს.

4. ანტონიო კასანო
იტალიელი თავდამსხმელი. "რეალმა" ის შორეულ 2006 წელს იყიდა. ანტონიო ნამდვილად კარგად თამაშობდა, თუმცა მადრიდელთა მწვრთნელი ფაბიო კაპელო მასთან ურთიერთობას ვერ ალაგებდა. ამიტომ ფეხბურთელი საკმაოდ ხშირად სათადარიგოთა სკამზე იჯდა. შესაბამისად, ის ვერ შეთამაშდა. შეძენიდან ერთ წელიწადში "რეალიდან" იჯარის წესით "სამპდორიაში" მიდის, ბოლოს კი იტალიელებმა მისი კონტრაქტი გამოისყიდეს.

3. ვალტერ სამუელი
არგენტინელი მცველი "რეალში" 2004 წელს "რომადან" გადმოვიდა. იმ პერიოდში მასში დაახლოებით 20 მილიონი ევრო გადაიხადეს, რაც მაშინ კოლოსალური თანხა იყო.
მაგრამ გუნდთან ვერ შეთამაშდა, უშვებდა ბევრ შეცდომას და ისიც ერთ წელიწადში "ინტერში" გაუშვეს.

2. როისტონ დრენტე
2007 წელს დრენტემ ნიდერლანდების ნაკრებთან ერთად ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი მოიგო, თავად როისტონი კი საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.
ბუნებრივია, "რეალმა" ის შეამჩნია და ახალგაზრდას კონტრაქტიც გაუფორმა. თავდაპირველად ის სტაბილურად თამაშობდა ძირითად შემადგენლობაში, მაგრამ ნელ-ნელა მარსელომ ამოაგდო. სათამაშო პრაქტიკის გამო სხვადასხვა კლუბში იჯარის წესით თამაშობდა, მაგრამ "რეალთან" კონტრაქტის დასრულების შემდეგ არავის დასჭირდა. მან ვლადიკავკაზის "ალანიაშიც" კი ითამაშა.

1. კაკა
2007 წელს ბრაზილიელმა "ოქროს ბურთი" მოიგო, ხოლო 2009-ში 65 მილიონ ევროდ "მილანიდან" "რეალში" გადავიდა. თავდაპირველად ის საკმაოდ წარმატებულად თამაშობდა, თუმცა მალევე ტრავმა მიიღო, რომლის მოშუშებას თითქმის ერთი წელიწადი დასჭირდა. ტრავმის მორჩენის შემდეგ ბრაზილიელმა ვეღარ დაიბრუნა ძველებური ფორმა. საბოლოოდ, 2013 წელს ის თავისუფალი აგენტის სტატუსით "მილანში" დაბრუნდა.

თქვენ ვის დაამატებდით ამ სიას?
მკითხველის კომენტარები / 6 /
Aseve beilmac ver gaamartla.kars ver umiznebda burts,xandaxan tveshi ertxel gaqonda goli.
Goga
12:02 05-12-2020
0
დავიჯერო მაიკლ ოუენმა გაამართლა რეალში?
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული