გიოტცემ შეიძლება კარიერა "ატლეტიკოში" გააგრძელოს

AutoSharing Option
გერმანული Bild-ის ინფორმაციით, 28 წლის მარიო გიოტცემ კარიერა, შესაძლოა, მადრიდის "ატლეტიკოში" გააგრძელოს.

თუმცა ბორუსიის "დორტმუნდის" ფეხბურთელს ესპანეთში გადაბარგება სერიოზულ ფინანსურ დანაკლისს ჰპირდება. საქმე იმაშია, რომ მადრიდელები მას სეზონში 2 მილიონ ევროს გადაუხდიან, ხოლო ამჟამად გიოტცეს ხელფასი სეზონში 10 მილიონი ევროა.

სწორედ მაღალი ხელფასის გამო "დორტმუნდი" არ აპირებს, ფეხბურთელს კონტრაქტი გაუხანგრძლივოს. მიმდინარე სეზონში მარიოს არ ეძლეოდა სათამაშო დრო და ხშირად სათადარიგო იყო. ჯამში მის ანგარიშზე 21 მატჩი და 3 გოლია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული