"ლივერპულის" მწვრთნელმა იურგენ კლოპმა თავის ყოფილ შეგირდზე, ნახევარმცველ მარიო გიოტცეზე ისაუბრა, რომელმაც "დორტმუნდთან" კონტრაქტი გაწყვიტა.
"ფორმაში ჩასადგომად ზედიზედ რამდენიმე მატჩის ჩატარება სჭირდება. ისეთ გუნდში უნდა ითამაშოს, სადაც ყოველ შეხვედრაში სამყაროს შეცვლას არ მოსთხოვენ. უბრალოდ უნდა ითამაშოს. მაშინ, ვფიქრობ, ძველ გიოტცეს ვიხილავთ.
ცხადია, რომ "დორტმუნდის" შეტევის ხაზის სიმძლავრის გამო ამას იქ ვერ მოახერხებდა. მარიო განსაკუთრებული ფეხბურთელი და ადამიანია. ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ", - ციტირებს კლოპს Sky Germany.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიოტცეს სამსახურით "მილანია" დაინტერესებული.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიოტცეს სამსახურით "მილანია" დაინტერესებული.