"რეალმა" ლიდერობა დაიბრუნა - ჩემპიონობის ხელიდან გამშვები არ ჩანს? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
როგორც მოსალოდნელი იყო, ლა ლიგის 31-ე ტურში "რეალმა" მადრიდში უპრობლემოდ, 2:0 მოუგო ერთ-ერთ აუტსაიდერ "მალიორკას".

"რეალს", ისევე, როგორც "ბარსელონას", 68 ქულა აქვს, მაგრამ ურთიერთშეხვედრებში უკეთესი ბალანსით ლიდერია.

"რეალის" კაპიტანმა სერხიო რამოსმა ესპანეთის მიმდინარე ჩემპიონატზე მერვე გოლი გაიტანა და საკუთარი რეკორდი დაამყარა.

"მალიორკაში" 83-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე არგენტინელი ნახევარმცველი ლუკა რომერო, რომელიც ლა ლიგაზე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა - ის 15 წლისა და 219 დღისაა. აქამდე რეკორდი "სელტას" ყოფილ ფეხბურთელს, სანსონს ეკუთვნოდა, რომლის დებიუტი 1939 წელს 15 წლისა და 255 დღის
ასაკში შედგა.

შემდეგ ტურში "ბარსა", 27 ივნისს, "სელტას" დაუპირისპირდება, "რეალი" კი 29 ივნისს "ესპანიოლს" შეხვდება.

რეალი-მალიორკა 2:0
გოლები: 1:0 ვინისიუსი (19), 2:0 სერხიო რამოსი (56)

დღეს პრიმერას კიდევ 2 მატჩი გაიმართა:

ალავესი-ოსასუნა 0:1
სოსიედადი-სელტა 0:1

მკითხველის კომენტარები / 6 /
იმიტომ მეზიზღება ბარსა რომ კატალონიელები აფხაზეთის დამოუკიდებლობას უჭერდნენ მხარს.ხოლო ბარსას ქართველი ფანატები იმდენად გამოთაყვანებულები არიან საქართველოზე წინ მტრების გუნდს აყენებენ.
საცოდავები
25 ივნისი 2020 17:42
2
გული მიგრძნობს, ბარსა გამოსტყუებს ჩემპიონობას! ვნახოთ, ვნახოთ...
გურამი
25 ივნისი 2020 16:24
4
მაგ იმედით იყავით ბარსელონას ფანები....
აკაკი
26 ივნისი 2020 12:51
1
გახდება!ესპანეთის მთავრობა არ დაუშვებს სეპარატისტი კატალონიელების ჩემპიონობას.
ვანო
25 ივნისი 2020 15:50
3
ვანო, ესპანეთის მთავრობაც და მსაჯებიც არა? ასე უფრო სწორი იქნება. რაც შეეხება სეპარატისტობას რა არის ამაში მიუღებელი? გაუმარჯოს კატალონიას!
კობა
25 ივნისი 2020 16:28
3
ვერ გახდება
zena
25 ივნისი 2020 15:25
2

სიახლეები პოპულარული