მადრიდის "რეალის" მეკარე ტიბო კურტუა სამორას ტიტულზე ბრძოლაში ლიდერია.
ეს არის ჯილდო, რომლითაც Marca ყოველწლიურად ლეგენდარული მეკარის, რიკარდო სამორას, საპატივცემულოდ აჯილდოებს იმ მეკარეს, რომელმაც ყველაზე ნაკლები გოლი გაუშვა.
ლა ლიგის 28 მატჩში კურტუამ 18 გოლი გაუშვა, რაც საშუალოდ 0.64-ია. იან ობლაკის მაჩვენებელი 0.71-ია, ხოლო ტერ-შტეგენის - 0.97.
სტატისტიკიდან გამომდინარე, კურტუას შანსი აქვს, პირველად 12 წლის შემდეგ, იკერ კასილასის მერე "რეალის" პირველი მეკარე გახდეს, რომელმაც სამორას ჯილდო მოიგო.
აღსანიშნავია, რომ ტიბოს ეს ჯილდო 2012/13 და 2013/14 წლებში აქვს მოგებული.
უკანასკნელი 4
სეზონი გამარჯვებული ობლაკი იყო ხოლმე.