28 ივნისს, ლა ლიგის 32-ე ტურში "რეალმა" სტუმრად "ესპანიოლი" 1:0 დაამარცხა.
"ესპანიოლი" აუტსაიდერია, ამ მატჩის წინ მწვრთნელი აბელარდო გადააყენეს და გუნდს ფრანსისკო რუფეტე ხელმძღვანელობს.
გოლი პირველი ტაიმის დასასრულს კაზემირომ ბენზემას კოხტა ქუსლური გადაცემის შემდეგ გაიტანა. ეს ქარიმის "რეალში" ყველა ტურნირზე გაკეთებული 117-ე საგოლე პასია.
პრიმერას დასრულებამდე 6 ტურით ადრე ლიდერი "რეალი" მეორეადგილოსან "ბარსელონას" 2 ქულით უსწრებს.
1-ელ ივლისს "ბარსა" "ატლეტიკოს" უმასპინძლებს, ხოლო 3 ივლისს "რეალი" - "ხეტაფეს".