ბარტომეუ ამალითურთ სეტიენს სახლში ეწვია - RAC1-მა შეხვედრის დეტალები გაამხილა

AutoSharing Option
"ბარსელონას" პრეზიდენტი ჟოზეპ ბარტომეუ თავის მხლებლებთან ერთად გუნდის მწვრთნელ კიკე სეტიენის სახლში იმყოფებოდა, - იტყობინება კატალონიური რადიო RAC1.

თურმე, "ბარსას" პრეზიდენტი კლუბის სხვა მაღალჩინოსნებთან - ერიკ აბიდალთან, ოსკარ გრაუსთან და ხავიერ ბორდასთან ერთად კვირა საღამოს სეტიენს სახლში ეწვია.

ბარტომეუმ სეტიენს მხარდაჭერა გამოუცხადა და გუნდთან მისი კონფლიქტი განიხილა. როგორც ძველ, კეთილ დროში იტყოდნენ, შეხვედრამ მეგობრულ, თბილ და საქმიან ვითარებაში ჩაიარა, დამშვიდობებისას კი ყველა სეტიენს ძველი დოსტივით გადაეხვია.

მოკლედ, კიკეს არ მოხსნიან, რამეთუ ეს მომავალ წელს ბარტომეუს საპრეზიდენტო არჩევნებზე უარყოფითად იმოქმედებს.

ადრე
გავრცელდა ინფორმაცია, რომ სეტიენს გადაყენებას უპირებენ და მის ნაცვლად დუბლების მწვრთნელს, ხავიარ გარსია პიმენტას დანიშნავენ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ანგიას თავლასავით უნდა გამოირეცხოს (უფრო გამოკერხერდეს) ბარსელონას ოფისები.ფეხბურთელებში იხდიდე ამხელა თანხას და სკამზე გესვას,იმიტომ რომ ადგილს ვერ უძებნიდე,იჯარით უშვებდე და ა.შ. პოულობდე ასეთ "მწვრთნელებს"(სეტიენს,რომ ვუცქერი ადამიანურად მეცოდება) ესეიგი ფეხბურთის აზრზე არა ხარ.
sake
12:34 30-06-2020
0
არსად დაგეკარგოთ,მაგრად შეინახეთ,ცხონებული ვილანოვა,მერე ხერარდო მარტინო_ვინ იყო კაციშვილმა არ იცოდა,მერე ვალვერდეო,ერთი საშუალო დონის ესპანელი მწვრთნელი,ეხლა ეს სეტიენი,ბეტისის მწვრთნელობა რო ქონდა მთავარ მიღწევად.სად პოულობენ საინტერესოა,ან რა პოლიტიკაა ასეთი მწვრთნელების დანიშვნა.ფეხბურთელებში 150 მილიონებს ისვრიან და რა გახდა ერთი ნორმალური მწვრთნელი.ნამდვილი ბარდაგია,ამ დონის გუნდი ასეთ შეცდომებს როგორ უშვებს ტრადიციულად ვერ ვხვდები.
master
09:57 30-06-2020
0

სიახლეები პოპულარული