კატალონიის "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი კიკე სეტიენი "ატლეტიკოსთან" ფრედ, 2:2 დასრულებული შეხვედრის შემდეგ ანტუან გრიზმანის მცირე სათამაშო დროზე საუბრობს.
"მე დაველაპარაკები გრიზმანს. ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ, მაგრამ მესმის, რომ ის შესაძლოა თავს ცუდად გრძნობდეს. მე ის მეცოდება, იმიტომ, რომ ის მაღალი დონის პროფესიონალი და მშვენიერი ადამიანია.
რიკი პუჩი კარგად მუშაობდა. სუარესი მუდმივად მოედანზე უნდა იყოს, ისევე, როგორც ლეო. მარტივი არაა, გრიზმანს ადგილი ისე შევურჩიო, რომ გუნდის დესტაბილიზაცია არ მოხდეს".
Mundo Deportivo-ს ცნობით, გრიზმანისა და სეტიენის საუბარი დღეს, 1-ელ ივლისს, დილის ვარჯიშზე
უნდა შედგეს. ფეხბურთელი და მწვრთნელი ცალკე დაილაპარაკებენ.